უკრაინის ვიცე პრემიერი - „აზოვსტალის“ ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ მომხდარა - ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას

უკრაინას არ მიუღწევია შეთანხმება რუსეთთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი დატოვონ, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშშუკმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორივე მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი,“- აღნიშნა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, დღეს, რუსეთის დროით 14:00 საათზე, მარიუპოლში ცეცხლი შეწყვიტონ და მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცეს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა