ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ეფესბემ“ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ეფესბემ“ ჩაშალა ტერორისტული ჯგუფის მცდელობა, რუსი ჟურნალისტი მოეკლათ.

„დღეს დილით უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ცნობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმას და მის მოკვლას“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე.

„რა თქმა უნდა, ახლა ამას უარყოფენ, მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა“, - აღნიშნა პუტინმა.

მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ეფესბემ“ დააკავა ნეონაცისტების ჯგუფი, რომელიც, უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით, ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი