დავით არახამია - მივმართავ ევროკავშირსა და აშშ-ს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება

მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინულ დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია „ტელეგრამ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

არახამია განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა“ და „ის და მისი მეგობრები ატარებენ უკრაინის მიმართ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს“.

“უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები.

საქართველოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა ჩვენი მხარდაჭერის ვიდეო მიმართვა 24 თებერვლამდეც კი ჩაწერეს, მაშინ, როცა ბევრი ქართველი უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ისინი უჭერენ მხარს უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში.

მაგრამ, სამწუხაროდ, ამას საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით.

მიზეზი კი მარტივია - ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები ატარებენ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ სურთ ქართველებსა და უკრაინელებს შორის ათწლეულების განმავლობაში განხეთქილება ჩააგდონ. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს - არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან”, - წერს არახამია განცხადებაში, რომელსაც საკუთარ „ტელეგრამ“ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, ინტერნეტში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ასახული. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, მარტით თარიღდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა