გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია

ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ჩაწერილი.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ის, რომ დღეს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული რეჟიმი ჰყავს, უმძიმესი სანქციაა ქვეყნისთვის.

„თუ ავიღებთ პუტინის გარემოცვასთან კავშირების შესახებ ივანიშვილის განცხადებებს იმ სამყაროსთან, სადაც თვითონ ჩამოყალიბდა, ეს არის 90-იანი წლების ველური მოსკოვის გარემოცვის შედეგი. ის ხალხი არიან, ვინც ახლა პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენს იმავე სამყაროდან, ისინი და ივანიშვილი ერთად გაიზარდნენ. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ის ამ საზოგადოებაში ტრიალებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში მისი რეჟიმის საქციელი ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტი.

პუტინის გარემოცვიდან ყველა ოლიგარქს ერთი მთავარი პრობლემა აქვს- თავისუფალი სამყარო სრესს პუტინის ბოროტების იმპერიას სანქციებით, ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ ამ სანქციებს, ამ დროს კი, მათთან ერთად გაზრდილი ოლიგარქი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა მთელი ქვეყანა, შეეცდება დაეხმაროს ოლიგარქებს სანქციებისგან თავის არიდებაში.

ივანიშვილის რეჟიმის ქმედებები, მისი წარსული და საჯარო განცხადებები ყველანაირი ჩანაწერების გარეშე ადასტურებს ამ ეჭვის საფუძვლიანობას.

რაც შეეხება სანქციების საკითხს, არანაირ პროგნოზს არ გამოვთქვამ, ეს არ არის საზოგადოების და ოპოზიციის თვითმიზანი, რომ ვინმეს სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ის, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებული რეჟიმი გვყავს, უმძიმესი სანქციაა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ამაზე შორს წავიდა ვითარება, რისი საფუძვლიანი ეჭვებიც არსებობს, მაშინ ზიანი კიდევ უფრო დიდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია ყველა, ვინც პუტინის რეჟიმთან დაახლოებულია, ივანიშვილიც ამ სისტემის ნაწილია.

საზოგადოების ყველა წევრს უნდა გაუჩნდეს რიტორიკული კითხვა, თუ რამდენად სახიფათოა ასეთ ვითარებაში ქვეყანას მართავდეს ადამიანი, რომელიც ასეთი სამყაროს წევრია, არც თვითონ უარყოფს, რომ ეს არის მისი ბუნებრივი გარემოცვა და ამ დროს იხსენებს, როგორც მისთვის საამაყოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ასახული. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, მარტით თარიღდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია