უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კრემინაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში, რაიონში, რომელიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული აფეთქება მოხდა.

ანტონ გერაშჩენკოს თქმით, აფეთქება ქალაქის ადმინისტრაციულ და პოლიციის შენობებში მოხდა.

„კრემინას საკრებულოს შენობაში გაზის აფეთქების შედეგად არავინ გადარჩა. საკრებულოს შენობაში ბუნებრივი აირის აფეთქების პარალელურად, საყოფაცხოვრებო მეორე აფეთქება მოხდა პოლიციის რაიონულ სამმართველოში", - განაცხადა მან "ტელეგრამზე"

CNN - წერს, რომ ტელეკომპანია ვერ ადასტურებს დაღუპულთა რაოდენობას და აფეთქების წარმომავლობას.

უკრაინულმა ძალებმა კრემინა გასულ კვირას დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა