უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას “ნამდვილი ძმობა“ უწოდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ერს შორის ურთიერთობას "ნამდვილი ძმობა" უწოდა.

ალექსეი რეზნიკოვმა შესაბამისი განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა და გამოეხმაურა კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენისა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტს.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა "ფასდება არა ფულით, არამედ უკრაინელების გადარჩენილი სიცოცხლით".

ალექსეი რეზნიკოვმა ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ართმევს ხელს ლოიდ ოსტინს, რომელსაც თან აქვს წარწერა: "ეს უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო ჩინოსნებს შორის პარტნიორობა - ეს არის ნამდვილი ძმობა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა