თურქეთის სასამართლომ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ აქტივისტსა და ფილანთროპს, ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთის სასამართლომ კავალა დამნაშავედ ცნო 2013 წლის საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებასა და 2016 წელს მთავრობის დამხობის მცდელობაში მონაწილეობაში.

BBC-ი წერს, რომ თურქეთის საერთაშორისი მოკავშირეები კავალას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

თურქეთის გადაწყვეტილებას შეერთებულმა შტატები გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კავალას მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა.

„მის მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენი არ შეესაბამება ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ოსმან კავალა უკვე ოთხ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება. ის ბრალდებებს უარყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა