აშშ-ში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ვებ-პორტალი გაიხსნა

შეერთებულმა შტატებმა ახალი ვებ-პორტალი გახსნა, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ში მცხოვრებ სპონსორებს, შეიტანონ განაცხადი და უკრაინელ ლტოლვილებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში ორ წლამდე ვადით დარჩენაში დაეხმარონ.

პროგრამა, სახელწოდებით „გაერთიანება უკრაინისთვის“, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას დააანონსა და შეერთებულ შტატებში 100 000-მდე უკრაინელის ჩასვლას ითვალისწინებს.

სავარაუდო სპონსორებმა უნდა შეავსონ ფორმა, რომ დაიცვან „ინდივიდები, რომელთა მხარდაჭერაზეც თანხმდებიან, ექსპლუატაციისა და შეურაცხყოფისაგან და უზრუნველყონ, რომ შეუძლიათ ფინანსურად მხარი დაუჭირონ მათ.“ ამის შემდეგ ინფორმაციას აშშ-ის ხელისუფლება გადაამოწმებს.

ვებ-პორტალზე აღნიშნულია, რომ უკრაინელებს, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი ვიზის ან წინასწარი ნებართვის გარეშე ჩადიან, შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე და მოსთხოვონ, რომ განაცხადი პროგრამის მეშვეობით შეიტანონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა