უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რათა დაამარცხოს უკრაინის გაერთიანებული ძალები, დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო გზა ოკუპირებულ ყირიმთან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, მტერი საბრძოლო ხაზთან აახლოებს სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს. მტერი უკრაინის ჯარების პოზიციებს ნაღმმტყორცნების, არტილერიის, სარაკეტო ყუმბარმტყორცნების გამოყენებით უხსნის ცეცხლს. სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი რუბეჟნოეს დასახლების ტერიტორიაზე იბრძვის; პოპასნიას მიმართულებით: მტერი ცდილობს პოპასნიას ხელში ჩაგდებას, ბრძოლები გრძელდება; ავდეევკას მიმართულებით : მტერი ცდილობს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას, მაგრამ უშედეგოდ; კურახივის მიმართულებით მტერმა წარუმატებლად განახორციელა შეტევითი ოპერაციები ნოვომიხაილივკასა და მარინკას დასახლებების მიმართულებით; ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ტრუდოლუბივკის დასახლების მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, გრძელდება შეტევა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზეც.

„მტერი ცეცხლს უხსნის და ბლოკავს უკრაინულ შენაერთებს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები „ზავოდის“ დასახლების მიმართულებით იერიშის განხორციელებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება.

გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ველიკა ოლექსანდრივკას დასახლების ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის საცავი და მტრის პირადი შემადგენლობა.

„განადგურდა 70-ზე მეტი ოკუპანტი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება.

რუსი ოკუპანტების ქვედანაყოფებმა ასევე განიცადეს დანაკარგები ნოვოდმიტრივკასა და ბილუსოვის დასახლებების ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა ძალებმა მოწინააღმდეგის 6 შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია ოთხი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, ოცდაათი ერთეული ჯავშანტექნიკა, თხუთმეტი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ორი ტანკერი და ერთი საზენიტო იარაღი,“ - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს