„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სალექციო კურსზე „მაკროეკონომიკა არაეკონომისტებისთვის: როგორ მუშაობს კაპიტალისტური ეკონომიკა“.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აღნიშნული სალექციო კურსი წარმოადგენს ეკონომიკურ მოდულს სალექციო კურსების სერიიდან, სახელწოდებით: „ეკონომიკა, პოლიტიკა და სამართალი: კრიტიკული მიდგომები“.
„კურსი „მაკროეკონომიკა არაეკონომისტებისთვის: როგორ მუშაობს კაპიტალისტური ეკონომიკა“ მიზნად ისახავს პოლიტიკით, ეკონომიკითა და განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუქმნას სრულფასოვანი წარმოდგენა თანამედროვე სახელმწიფოს მაკროეკონომიკური ინსტიტუციური წესრიგის შესახებ. კურსის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ყველა ძირითადი საკვანძო მაკროეკონომიკური თეორია და მათ შორის არსებული საკვანძო განსხვავებები.
კურსს წაიკითხავს მათე გაბიცინაშვილი, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის სფეროს მკვლევარი და გადაცემა „42-ე პარალელის“ ანალიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
სალექციო კურსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეგიძლიათ GIPA-ს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
კურსში მონაწილეობის მიღება უფასოა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.