უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო - რუსებმა შესაძლოა, დონბასში კარლოვსკის წყალსაცავზე კაშხალი ააფეთქონ

რუსები, შესაძლოა, დონეცკის ოლქში კარლოვსკის წყალსაცავის კაშხალზე პროვოკაციულ აფეთქებებს გეგმავენ.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იტყობინება.

“რამდენიმე პრორუსულ ტელეგრამ არხზე, რომლებიც მედია მხარდაჭერას უწევენ რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომს, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ „სოფელ კარლოვკაში ნაციონალისტურმა ბატალიონებმა კარლოვსკის წყალსაცავის კაშხალი დანაღმეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ კაშხლის აფეთქების შემთხვევაში, წყალდიდობის ზონაში 6 დასახლებული პუნქტი მოხვდება, 10 000-ზე მეტი მოსახლეობით,“- აცხადებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში.

მათი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტების საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაცია, მაგრამ ასეთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობის სრული გამორიცხვა არ შეიძლება.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს