ორფოლოს სასროლეთზე ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა

ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლებისას, ოცეულები თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ და პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც სხვადასხვა მანძილზე მათი განადგურება შეძლეს.

„გეგმური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა.

ასეულის პირადმა შემადგენლობამ ქვედანაყოფის მართვის პროცედურების შესაბამისად თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა