დენის შმიგალი - 36 წლის შემდეგ მსოფლიო ახალი გამოწვევის: რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღების და „ბირთვული ტერორის“ წინაშე დადგა

მრავალი წლის გასვლის შემდეგაც კი ადამიანები ხედავენ, რომ საბჭოთა კავშირის მეთოდები, რომლებიც ათვისებულია რუსეთის მიერ, საფრთხეს უქმნის ირგვლივ ყველას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 36 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

პრემიერის თქმით, 36 წლის შემდეგ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა - რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებისა და შემდგომი „ბირთვული ტერორის“ წინაშე.

„ტყვეობაში ყოფნის დროს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა მიყოლებით 600 საათი იმუშავეს. უმცირეს შეცდომასაც კი შეიძლება ახალ ტრეაგედიამდე მივეყვანეთ. დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს, რომლებიც მიუხედავად ყველაფერისა იდგნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სადარაჯოზე და ამის კეთებას აგრძელებენ იარაღის მუქარის ქვეშ ოკუპანტების მიერ აღებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც, ჩვენ თითოეულის გმირობა გვახსოვს“, - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, მტერი აუცილებლად დაისჯება იმ საფრთხის გამო, რომელიც მათ ჩერნობილის ატომურ სადგურზე შექმნეს.

შმიგალმა ასევე დაამატა, რომ უკრაინა გააგრძელებს მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების დაცვას.

„ასეთი კატასტროფის თავიდან აცილება ჩვენი მორალური მოვალეობაა“, - აღნიშნა მან.

პრემიერმა გაიხსენა, რომ 36 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიის შედეგები მართლაც შემზარავი იყო და მთელ ევროპას შეეხო. მისი თქმით, მაშინ დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ათასობით მაშველმა, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ფასად არ დაუშვა, რომ კატასტროფა კიდევ უფრო დიდი მასშტაბებში გადაზრდილიყო. შმიგალის შეფასებით, ასეთი იყო სრული დუმილის ფასი საბჭოთა ხელისუფლების ელიტაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ