ხერსონის მოსახლეობა ე.წ.რეფერენდუმის დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს

დროებით ოკუპირებული ხერსონის მოსახლეობა ხვალ, ე.წ „რეფერენდუმის“ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საზოგადოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეხვედრა გაიმართება თავისუფლების მოედანზე, 27 აპრილს, 10:00 საათზე. ერთი დღის შემდეგ, შეიძლება გვიანი იყოს! ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ!“ - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდნენ.

ხერსონი რუსულმა ჯარებმა 2 მარტს დაიკავეს. ამის შემდეგ ქალაქში სისტემატურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.

ოკუპირებულ ხერსონში ე.წ. „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარება 27 აპრილს იგეგმება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა