ქალაქ მიკოლაევის ადმინისტრაცია რუსი სამხედროების მხრიდან თავდასხმის ან ალყის მოლოდინშია

უკრაინის ქალაქ მიკოლაევის ადმინისტრაცია რუსი სამხედროების მხრიდან თავდასხმის ან ალყის მოლოდინშია.

როგორც ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, მიკოლაევში თავდაცვით შეიარაღებას ამზადებენ.

მერის თქმით, რუსეთი ყირიმის გავლით იარაღსა და რესურსებს ხერსონის ოლქში აგროვებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი იარაღსა და რესურსებს ხერსონის ოლქში აგროვებს და დიახ, ჩვენ ველით ქალაქ მიკოლაევზე თავდასხმას ან ალყას. დღეს უკვე ჩვენს დამცველებთან ერთად ვამზადებთ თავდაცვით შეიარაღებას, როგორც ქალაქის შემოგარენში, ისე მის შიგნით. გარდა ამისა, ჩვენ ველიდან გამოგვყავს რუსეთის სამხედრო ტექნიკა.. ასე, რომ გეტყვით მოკლედ: ჩვენ ვემზადებით სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის“,- განაცხადა სენკევიჩმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო