უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან 22 100 რუსი სამხედრო მოკლეს

რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 22 100 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 100-მდე სამხედრო, 918 ტანკი, 2308 ჯავშანმანქანა, 416 საარტილერიო სისტემა, 149 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 184 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1643 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 205 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 31 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა