ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ ნასროლი ორი რაკეტა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას მოხვდა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ ნასროლი ორი რაკეტა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი - დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რაიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ახლა ცნობილია, რომ დილით ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას რაშისტების მიერ მართული ორი რაკეტა მოხვდა. მესამე რაკეტა ჰაერშივე აფეთქდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სარაკეტო იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა და განადგურდა საწარმოს ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება.

„წინასწარი მონაცემებით, ცნობილია ერთი დაღუპულისა და ერთი დაშავებულის შესახებ. მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდირება, შესაბამისად, დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ დაზუსტდეს“,- ნათქვამია ზაპოროჟიეს რაიოონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო