Financial Times - ევროკავშირი რუსული ნავთობის საფასურისთვის ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რათა დაარტყას კრემლის შემოსავლებს და თავი აარიდოს ემბარგოს დაუყოვნებლივ შემოღებას

ევროკავშირი რუსული ნავთობის საფასურისთვის ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რათა დაარტყას კრემლის შემოსავლებს და თავი აარიდოს ემბარგოს დაუყოვნებლივ შემოღებას. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ფასზე ზედა ლიმიტის დაწესება რუსული ნავთობის იმპორტის შემაკავებელი ზომების ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც განიხილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის კონტექსტში.

ამასთან, ცნობილია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ მოსალოდნელია "ძალიან მალე".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა