თიბისი - მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა

მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთში ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე მაინც მაღალი - აშშ დოლარში 26.3%-იანი მატება დაფიქსირდა. ამასთან, როგორც პროგნოზირებული იყო, საექსპორტო ბაზრების მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გატანამ იკლო, სასაქონლო პროდუქტების შემთხვევაში კი, სადაც მოთხოვნა უფრო საერთაშორისო ფასებით განისაზღვრება, მნიშვნელოვანი მდგრადობა დაფიქსირდა. მარტის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის შეფასება თიბისი კაპიტალის წინა განახლებაშია ხელმისაწვდომი.

,,ბუნებრივია, ინფლაცია მწარმოებელთა ფასების ინდექსშიც აისახა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 19.3%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული მაღალი, თუმცა წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების მატების ერთნიშნა პროგნოზი, კვლავ ნავთობის ფასის დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალ დონეს ითვალისწინებს. წინა კვირაში მარტის დაკრედიტების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც წლიური ზრდა 18.0%-ით განისაზღვრა, მარტში წინა თვესთან შედარებით, შენელების გარკვეული ნიშნები გამოკვეთა. იმისათვის, რომ 2022 წელს სესხების ზრდამ თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებულ 17.0%-ს მიაღწიოს, მომდევნო თვეებში დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს. ამავდროულად, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი დინამიკა შედარებით უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის თიბისი კაპიტალის სცენარი ითვალისწინებს.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 26 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა