ლოიდ ოსტინი - უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ გაიმარჯვოს დღეს და მათ კვლავაც დასჭირდებათ დახმარება, როცა ომი დასრულდება - ჩემო უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ ვიცით ტვირთი, რომელსაც თქვენ ატარებთ

რუსეთის შეჭრა და სისასტიკე უკრაინაში გაუმართლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ძალების „რამშტეინის“ ბაზაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაბომბა საავადმყოფოები და "ტრავმირებული" დატოვა ბავშვები.

„რუსეთის შეჭრა გაუმართლებელია, ისევე როგორც რუსული სისასტიკე. რუსეთი აწარმოებს არჩევანის ომს ერთი ადამიანის ამბიციების შესასრულებლად.

უკრაინა ომს ებრძვის, რათა დაიცვას თავისი დემოკრატია, სუვერენიტეტი და მოქალაქეები", - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინას დასავლეთის დახმარება სჭირდება, იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

„უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ გაიმარჯვოს დღეს და მათ კვლავაც დასჭირდებათ ჩვენი დახმარება, როცა ომი დასრულდება. ჩემო უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ ვიცით ტვირთი, რომელსაც თქვენ ყველა ატარებთ. ჩვენ ვიცით და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყველანი მზად ვართ, დაგეხმაროთ და ამიტომ ვართ დღეს აქ - უკრაინის დემოკრატიის არსენალის გასაძლიერებლად.

ჩვენ ყველანი აქ ვართ უკრაინის გამბედაობის გამო, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, რომლებიც დაიღუპნენ და იმ ტანჯვის გამო, რომელსაც თქვენი ხალხი ჯერ კიდევ იტანს. თქვენი ქვეყანა გაანადგურეს, თქვენი საავადმყოფოები დაბომბეს, თქვენი მოქალაქეები დახვრიტეს, თქვენი ბავშვები ტრავმირებული არიან“, - აღნიშნა ოსტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო