„აზოვის“ პოლკი - „აზოვსტალზე“ მხოლოდ გუშინ ღამით 35 ავიაიერიში განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთ სახელოსნოს ცეცხლი გაუჩნდა - მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, ისინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

„აზოვსტალის“ ქარხანა, სადაც მარიუპოლის დამცველები არიან განლაგებული, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სარდაფებში იმალებიან, კვლავ მტრის ცეცხლშია გახვეული, - ამის შესახებ „აზოვის“ პოლკი იუწყება.

„მხოლოდ გუშინ ღამით განხორციელდა 35 ავიაიერიში, რა დროსაც ერთ-ერთ სახელოსნოს ცეცხლი გაუჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ახლა ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათ „აზოვის“ პოლკის სამხედროები პირველად დახმარებას უწევენ და ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობიანი მოსახლეობის ნანგრევებიდან გასათავისუფლებლად,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა