მედია - რუსეთში საბავშვო ბაღში ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ორი ბავშვი

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის საბავშვო ბაღში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მოროზოვმა განაცხადა.

„ვეშკაიმში არსებულ ვითარებაზე, სადაც საშინელი დანაშაული მოხდა. მე ვესაუბრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატთა კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა და 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი", - წერს პოლიტიკოსი.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ქალი.

გარდაცვლილია თავად თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს