საქართველო უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც მინსიტრმა განმარტა, სტადიონების რეაბილიტაციასა და ახალი სტადიონების მშენებლობისთვის 100 მლნ ლარი არის გათვალისწინებული.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

„2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო უმასპინძლებს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, რომელიც უეფას ეგიდით ჩატარდება. ეს არის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატი ახალგაზრდებში, რომელიც საქართველოში სამ ქალაქში გაიმართება, ფინალიც საქართველოში იქნება. ბუნებრივია, ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება მიიღო, რომლის ფარლგებშიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება შესაბამისი სტადიონების რეაბილიტაციაში, ასევე ახალი სტადიონების მშენებლობაში, რაშიც 100 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოები წელსვე დაიწყება, რათა მომდევნო წელს მზადყოფნაში იყოს. ასევე გათვალისწინებულია მოედნების რეკონსტრუქცია, როგორც სათამაშო, ისე სავარჯიშო მოედნები უეფას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით იქნება გაკეთებული. საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტია განსაზღვრული, რომელშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება ჩართული. უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და ყველა რესურსი მიმართული იქნება აღნიშნულის განსახორციელებლად.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, რათა ფოკუსირებულად შესაბამის ჯგუფზე იყოს დახმარებები. 100 მლნ ლარის დახარჯვა სტადიონებისთვის, რათა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს და მოსახლეობას ჰქონდეს საერთაშორისო ტურნირს დაესწროს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს, მერწმუნეთ, ამად ღირს“,- აღნიშნავს მინისტრი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა