ჩინეთის საგარეო უწყება - არავის სურს, მესამე მსოფლიო ომი იხილოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არავის სურს.

„არავის სურს, მესამე მსოფლიო ომის დაწყება იხილოს,“- აღნიშნა უწყების პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

მისი თქმით, ჩინეთს იმედი აქვს, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და თავშეკავებას და თავიდან აიცილებენ ევროპისა და მსოფლიოსათვის უფრო მძიმე ფასის დაწესებას.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გაიზარდა გეოპოლიტიკური კონფლიქტების მორევი ევროპაში, ცივი ომის დასრულებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ”, - აღნიშნა ვან ვენბინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ ბირთვული ომის რისკი რეალური საფრთხეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა