დენის შმიგალი - დარწმუნებული ვარ უკრაინა უახლოეს წლებში ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება

გაზის მოხმარების შემცირების გამო, უკრაინას შეუძლია თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ საკუთარი წარმოებით, ხოლო უახლოეს წლებში მისი ექსპორტიორიც კი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ გაზის მწარმოებელ კომპანიებთან პროდუქციის გაზიარების 11 ხელშეკრულება გააფორმა, ერთ-ერთი მათგანი უკვე სარეალიზაციო ეტაპზეა და ხდება დამატებით 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვება.

„დარწმუნებული ვარ უკრაინა უახლოეს წლებში ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება“,- განაცხადა შმიგალმა.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს