„ეფეს საქართველომ“ „ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

#გარემოსთვის - „ეფეს საქართველო“ „ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს

ნატახტარის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოს“, „ნიკორა სუპერმარკეტსა“ “ და „ეკო ჯეო პეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს.

კომპანიების ერთობლივი პროექტი მომავალში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ითვალისწინებს. კამპანია #გარემოსთვის „ეფეს საქართველოს“ ინიციატივით, მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაიწყო. პლასტმასის ბოთლების შეგროვებასთან ერთად, პროექტი შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავებასაც ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელს მოაწერეს „ეფეს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ერთან კურტმა, „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ და „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორმა ივან პეტრუშევსკიმ.

ეფეს საქართველოსთვის“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არ არის პირველი გარემოსდაცვითი პროექტი. 2012 წლიდან, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი წყლის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომლის მეშვეობითაც წარმოების მთლიანი ციკლის შედეგად მიღებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა-გადამუშავება ხდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ გაეროს მდგრადი განვითარების ისეთი მიზნებით (SDG) ვხელმძღვანელობთ, როგორიცაა: სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებები. რაც შეეხება ახალ კამპანიას: #გარემოსთვის, აღსანიშნავია, რომ „ეფეს საქართველო“ იქნება პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს პალსტმასის ნარჩენების სწორად მართვის პროცესს და რაც მთავარია, ამ კამპანიაში ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

„ჩვენი კომპანიის სტრატეგიის ქვაკუთხედია გქვონდეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ვიყოთ კორპორატიულად მოაზროვნე, რაც ასევე გულისხმობს გარემოზე ზრუნვის მიმართულებასაც. დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე პლასტიკის მავნე ზემოქმედების შემცირებას. საპილოტედ შეირჩა რამდენიმე ობიექტი, მომავალში იგეგმება ფილიალების რაოდენობის გაზრდა და პროექტის გაფართოება“ - განმარტავს „ნიკორა სუპერმარკეტის“ გენერალური დირექტორი თემურ ალექსანდრია.

„ჩვენი კომპანია პლასტმასის გადამუშავების პროგრამას იწყებს, რომელიც ასევე პლასტმასის ბოთლების შეგროვებასაც გულისხმობს, რაც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. იმედი მაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება, გაფართოვდება და რეგულარულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნავს „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორი ივან პეტრუშევსკი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა