სერგეი ლავროვი - რუსეთმა უარყო წინადადება მარიუპოლში მოლაპარაკებების გამართვაზე

მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუ ვინმეს აქვს საინტერესო იდეები, მზად ვიქნებით მოვუსმინოთ მათ. უკრაინელი მომლაპარაკებლები არ საუბრობდნენ მედიაციაზე, როგორც ასეთზე, ყოველ შემთხვევაში, ახლა, წინა ეტაპებზე... შუამავლებზე საუბარი ამ ეტაპზე ჩემი აზრით, ძალიან ადრეა“, - განაცხადა ლავროვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს სურს ჯერ მიიღოს პასუხი დოკუმენტის პროექტის უახლეს ვარიანტზე, რომელიც 10 დღეზე მეტია რაც წარადგინეს და რომლის შესახებაც, მისი თქმით, უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა პრეზიდენტს არ შეატყობინეს.

„სულ ცოტა ერთი კვირის შემდეგ, მან არ იცოდა, რომ ასეთი დოკუმენტი იყო წარმოდგენილი“, - განმარტა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთმა უარყო უკრაინის წინადადება მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვასთან დაკავშირებით.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ის ელოდება გაეროსთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან მუშაობას უკრაინაში ჰუმანიტარულ გამოწვევებზე გამოსავლის საპოვნელად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო