შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ მიეცა ნონა მამულაშვილს მიხეილ სააკაშვილისა და რომა შამათავას მონახულების მიზნით საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ნონა მამულაშვილს მიხეილ სააკაშვილისა და რომა შამათავას მონახულების მიზნით საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება არ მისცა.

შესაბამისი განმარტება პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მიზეზად კი, ნონა მამულაშვილის “არაეთიკური ქცევა“ დაასახელა.

სესიაზე მამულაშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე “მის მიმართ გართულება“ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას ჰქონდა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის მონახულება “გაურკვეველი მიზეზით“ სამი თვის განმავლობაში ვერ შესძლო.

“არ ვიცი, თქვენს წინამორბედს მაინცა და მაინც ჩემზე ასეთი გართულება რატომ ჰქონდა. ხვალ მიხეილ სააკაშვილის და რომა შამათავას მონახულება მქონდა დაგეგმილი. ახლა თქვენი აპარატიდან მაცნობეს, რომ შესვლის უფლებას თქვენც არ მაძლევთ. იმედია, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი და არანაირ პირად წყენასთან საქმე არ გვაქვს“, - მიმართა ნონა მამულაშვილმა შალვა პაპუაშვილს.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატის საპატიმრო დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა და აქვე დაადასტურა, რომ მან ოპოზიციონერ კოლეგას უარი უთხრა.

“პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებაა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილება მოგანიჭოთ. სწორედ აღნიშნეთ, რომ ამ უფლებას ჩემი წინამორბედი არ განიჭებდათ. შემდეგ მე ამ უფლებას გაძლევდით. დღეს ამ უფლებაზე უარი თქვენი არაეთიკური ქცევიდან გამომდინარე გითხარით. წინაზეც ასე იყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს და მის კაბინეტს შეურაცხყოფა მიაყენებთ. არაეთიკურ ქცევას არც ახლა მოერიდეთ“, - მიმართა ნონა მამულაშვილს შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ნონა მამულაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან კალათით ოყნა, ბროწეული და პამპერსი მიიტანა და პაპუაშვილისთვის გადასაცემად პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუტოვა.

ეს მაშინ მოხდა, როცა შალვა პაპუაშვილი უკრაინელმა კოლეგამ ბუჩაში მიიწვია. “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კი განაცხადეს, რომ პაპუაშვილი ავად იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე