ზურაბ აზარაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენციის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აღნიშნულ კონფერენციას პირველად მასპინძლობს.

„ღონისძიებაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბნენ. მიზანი ისეთი სტრატეგიული საკითხების განხილვაა, როგორიცაა პანდემია, მენტალური ჯანმრთელობა, კლიმატის ცვლილება, ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში და სხვა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ზურაბ აზარაშვილმა საქართველოსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას საქართველოს ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფედერაციას, მის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ გახსნა. ღონისძიებას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი, ფრანჩესკო როკა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტი, ჟილ კარბონიე და ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა