"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი არსებული მარშრუტის გაუმჯობესებისა და ახალი ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით ყაზახ კოლეგას შეხვდა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ ყაზახ კოლეგას უმასპინძლა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, როგორიცაა, შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვა, კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავება, დერეფნის განვითარება და არსებული რეალობის გათვალისწინებით ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანზიტო/სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და არსებული მარშრუტების გასაუმჯობესებლად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ დერეფანში გამჭოლ სატარიფო პოლიტიკაზე, ტვირთების დეკლარირებასა და სატრანზიტო ტვირთის კონსოლიდაციის საკითხებზე მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გამოყენებასაც შეეხო, რომელიც თავის მხრივ, შუა დერეფნის მულტიმოდალურ ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში (შუა დერეფანი) აქტიურად თანამშრომლობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს