ნინო წილოსანი USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეროვნული მმართველობის პროგრამის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, USAID ერთ-ერთი ახალი პროგრამის დაწყებამდე თავისი ამერიკელი ექსპერტების მეშვეობით იკვლევს იმ კარგ პრაქტიკებს, ან გამოწვევებს, რომელიც პარლამენტში კომიტეტებს და საბჭოებს აქვთ.

„მოხარული ვარ, რომ გავეცანი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საბჭოს პრაქტიკას, გამოცდილებას და იმ საჭიროებებსაც, რომელიც შეიძლება, როგორც ექსპერტული ცოდნის კუთხით, ასევე აპარატის გაძლიერებისა და უფრო მეტი ადამიანის ამ საქმიანობაში ჩართვის კუთხით არსებოს. გავეცანი მათ შორის, სხვადსხვა ინსტიტუციური გაძლიერების მექანიზმებს, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და რომელიც გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ გენდერული თანასწორობის იდეისთვის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა