დენის შმიგალის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სპეციალურ ანგარიშს ქმნის, რომლის ფარგლებშიც უკრაინა თვეში 5 მილიარდ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შექმნა სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიში, რომლის მეშვეობითაც უკრაინის ბიუჯეტი თვეში 5 მილიარდ დოლარს მიიღებს, რათა შეასრულოს ყველა სოციალური და ჰუმანიტარული ვალდებულება უკრაინის მოქალაქეების წინაშე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ - მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

„ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ, სავალუტო ფონდთან გვაქვს თითქმის ყოველკვირეული კონტაქტი სამუშაო დონეზე. შევთანხმდით და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შექმნა სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიში, რომლის მეშვეობითაც ყველა ჩვენი პარტნიორი მხარდაჭერას შეძლებს. ჩვენ ვაჟღერებთ ციფრს, რომელიც დადგენილია, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ - ყოველთვიურად 5 მილიარდი დოლარი. ეს ის თანხებია, რომელსაც უკრაინის ბიუჯეტი ითხოვს , რათა შესრულდეს ყველა სოციალური და ჰუმანიტარული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლების მიმართ, რომლებიც ომისგან ზარალდებიან“ , - განაცხადა შმიგალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას კარგად ესმის უკრაინაში არსებული ვითარება.

,,თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას კარგად ესმის უკრაინაში არსებული ვითარების. მას ჰყავს ოჯახი აქ, უკრაინაში, რომელთანაც რეალურად აქვს კომუნიკაცია და რომლის მეშვეობითაც მას აქვს ყველა ინფორმაცია, რაც რეალურად ხდება: როგორია საშინელებები, სისასტიკეები, რომელსაც რუსი დამპყრობლები, ოკუპანტები და აგრესორები ახორციელებენ აქ, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, ის ასევე ძალიან ემოციურად არის ჩართული უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებაში“, - აღნიშნა შმიგალმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი