სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადადის

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ახალი სსიპ-ი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდება.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მესამე მოსმენით - 81 მომხრე, 6 - წინააღმდეგი, დაამტკიცეს.

ამასთან, იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებსა და ზონებში განაშენიანების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების წესი. აღნიშნულ გეგმებს სააგენტო დაამტკიცებს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტები სივრცის დაგეგმარების გეგმას საექსპერტო დასკვნისთვის სააგენტოს წარუდგენენ. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობას განხილვის პროცესში და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მუნიციპალიტეტს დასკვნას წარუდგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო