პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს

მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობა მარტივდება.

პარლამენტმა 77 ხმით (3 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუკი სამშენებლო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება ან გადაწყვეტილების გაცნობაზე უარს აცხადებს, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება გაცნობად ჩაითვლება.

ამავე პროექტით სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა, სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა, სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.

“სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ დაგეგმილი ცვლილები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: მაია ბითაძემ, ირაკლი ზარქუამ და ნოდარ ტურძელაძემ წარადგინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა