ანონსი  27 აპრილი

27 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარის, გელა კვაშილავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესი ამოქმედება.

მის: კოსტავას ქუჩა N47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 აპრილს, 11:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც სლოგანით "დიდხანს სიცოცხლე ყველას" მიმდინარეობს.

ღონისძიებას დაესწრებიან: ჯანდაცვის მინისტრი და პირველი მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთ ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99. 0198

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

27 აპრილს, 11:00 საათზე, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არჩევნების შემდგომი პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიშს გამოაქვეყნებენ, რომელიც 22 მედია საშუალებას მოიცავს: ექვს ტელევიზიას, ცხრა ონლაინ გამოცემასა და შვიდ გაზეთს. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე/პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა.

მის: სასტუმრო „რუმსი“, მერაბ კოსტავას 14

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907; თამარ მიქაძე - 32 2943763

27 აპრილს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსულ ბიზნესთან დაკავშირებული კვლევის მიგნებები“.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #61

27 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „IP ინფოგრაფიკების კონკურსი საქართველოს სკოლებში" ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი N4

საკონტაქტო: ხათუნა ციმაკურიძე - 555 58 58 11

27 აპრილს, 12:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით მარნეულის №3 ბაგა-ბაღში საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: 577 21 13 00

27 აპრილს, 12:00 საათზე, "ალტე უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებული პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონის ფინალი და დაჯილდოება გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდები ჟიურის წინაშე საინტერესო და ინოვაციური იდეებით წარსდგებიან.

საკონტაქტო: თამთა ნიკოლაძე - 598 12 58 48

მის: უნივერსიტეტის ქ. #2, "ალტე უნივერსიტეტის კამპუსი"

27 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 აპრილს, 12:10 საათზე, პარტია „დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, ბრიფინგს გამართავს.

თემა: ახალი დეტალები ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულობის შესახებ.

მის: მცხეთის ქუჩა. N49.

27 აპრილს, 13:30 საათზე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ა(ა)იპ მარნეულის კულტურის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი.

საკონტაქტო - 577 21 13 00

27 აპრილს, 14:00 საათზე, „ლელოს" ლიდერები ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავენ, თემაზე - ყულევში მდგარ სანქცირებული „ლუკოილის“ ტონობით ნავთობის და ამ საკითხის ხელისუფლებასთან კავშირზე.

27 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 აპრილს 15:00 საათზე, სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.80

27 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდება, რომლებიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გახსნილ უკრაინულენოვან სექტორზე სწავლობენ.

მის: ფალიაშვილის 34

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის