ირაკლი ქარსელაძე - ინდექსაციის მოდელი იქნება კიდევ ერთი დახმარება და გვერდში დგომა სამშენებლო სექტორისთვის

მთავრობა და სახელმწიფო ყოველთვის გვერდში ედგა სამშენებლო სექტორს. ჯერ კიდევ პანდემიის დროს გამოიცა შესაბამისი განკარგულება, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სექტორს მიეცა დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი მეთოდოლოგიით და პროცედურით დადასტურდებოდა, მასალების ფასების ცვლილების გამო, ზიანის მიღების ფაქტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც ინდექსაციის მოდელის შემოღებას და ამოქმედებას ეხებოდა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებას გეგმავს. ინდექსაცია გავრცელდება მიმდინარე ხელშეკრულებებზეც. განკარგულება, რომლითაც მოწესრიგდება ინდექსაციის საკითხი დამუშავებულია და უახლოეს დღეებში დამტკიცდება მთავრობის მიერ.

„ინდექსაცია არის ფორმა, რომელიც ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, 18 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მასშტაბური პროექტებისთვის, რომელიც წარმოადგენს ამავე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროცედურულ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინდექსაციის ფორმას მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ და, როგორც წესი, ევროკავშირსაც კი არ აქვს მსგავსი მიდგომა შესყიდვების სისტემაში, მთავრობა ყოველთვის გულდასმით უყურებს სექტორის პრობლემებს, რისთვისაც შეიმუშავა შესაბამისი განკარგულება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხში ჩართულია სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამუშავებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინდექსის დადგენის მეთოდოლოგიას.

ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი მთავრობის მხრიდან სექტორის გვერდში დგომისა.

„სახელმწიფოს ნამდვილად გული შესტკივა და სურს, რომ სექტორი იყოს ძლიერი და ვითარდებოდეს, ეს იქნება კიდევ ერთი დახმარება და გვერდში დგომა ამ დარგისთვის“, - აღნიშნა მან.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს