მარკ მილი - სასწორზე დგას საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც 1945 წელს დამყარდა

სასწორზე დგას გლობალური საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც 1945 წელს დამყარდა , - ამის შესახებ აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ CNN-ს განუცხადა.

„რაც სასწორზე დგას არის უსაფრთხოება, ევროპის უსაფრთხოება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მართლაც, თქვენ შეგიძლიათ მარტივად განაცხადოთ, რომ სასწორზე დგას გლობალური საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც 1945 წელს დამყარდა. ეს საერთაშორისო წესრიგი 78 წელი გაგრძელდა. მან თავიდან აიცილა დიდი ომი. ხაზგასმა მთლიან კონცეფციაზე, რომ დიდი ქვეყნები არ განახორციელებენ სამხედრო აგრესიას პატარა ქვეყნების წინააღმდეგ - არის ზუსტად ის, რაც მოხდა აქ, რუსეთის მიერ პატარა ერის წინააღმდეგ", - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

გენერალ მარკ მილის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში განხორციელებულ თავის აგრესიას საფასურის გადახდის გარეშე დააღწევს თავს, მაშინ ასე „წავა ე.წ. საერთაშორისო წესრიგიც“.

„თუ ეს მოხდება, მაშინ ჩვენ შევალთ სერიოზულად გაზრდილი არასტაბილურობის ეპოქაში. ასე რომ, ახლა არის დრო და შესაძლებლობა აქ შეწყვიტოს [რუსეთმა] აგრესია და აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა