ვლადიმერ პუტინი ანტონიო გუტერეშს - ყველა პრობლემა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ წარმოიშვა

ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა პრობლემა უკრაინაში წარმოიშვა 2014 წელს იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა უკრაინის საკითხზე სერიოზული გარღვევა, „რადგან უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნები უკრაინელ კოლეგებს არ დაუკავშირებიათ ისეთ ცნებასთან, როგორიც არის უკრაინის საზღვრების საერთაშორისო აღიარებული საზღვრები. ფრჩხილებს გარეთ გაიტანეს ყირიმი, სევასტოპოლი და რუსეთის მიერ ახლადაღიარებული დონბასის რესპუბლიკები გარკვეული დათქმებით“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებების მიღწევისა და რუსეთის მიერ საკმაოდ ცხადად დემონსტრირებული მიზნების შემდეგ, „შევეჯახეთ პროვოკაციას დასახლებულ პუნქტ ბუჩაში, რომელთანაც რუსეთის არმიას არ გააჩნია არავითარი შეხება".

„ჩვენ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა. ვიცით, ვინ ამზადებდა ამ პროვოკაციას, რა საშუალებებით და რა ადამიანები მუშაობდნენ ამაზე“, - განაცხადა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა