ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის ძალებისთვის და ტყვედ აიყვანეს, არ არიან მძევლები და არ უნდა გაცვალონ ისე, თითქოს ტერორისტები არიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ ელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში თუ იქ მეტი სამხედრო წარუმატებლობა შეექმნა. ამის შესახებ მან Talk TV-სთან ისაუბრა.

ჟურნალისტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერს კითხვა რუსული ძალების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცის ეიდენ ასლინის შესახებ და შესაძლო პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზეც დაუსვა.

ჯონსონმა პასუხად აღნიშნა, რომ მთავრობა „გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეიდენი და გაერთიანებული სამეფოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და რომლებიც ტყვედ აიყვანეს, არ არიან მძევლები და ისინი არ უნდა გაცვალონ ისე, თითქოს ტერორისტები არიან - ისინი ომის ტყვეები არიან“, - აღნიშნა ჯონსონმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი