27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ოფიციალურმა ვარშავამ უკვე დაადასტურა, რომ რუსეთი მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას იმის გამო შეაჩერებს, რომ ქვეყანამ უარი განაცხადა გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე.

პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა განაცხადა, რომ რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „გაზპრომმა“ შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება.

„გაზპრომმა“ ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-საც აცნობა, რომ 27 აპრილიდან მასაც შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას. ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო გაზის კომპანიებთან ერთად გადადგა ნაბიჯები ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული ზომების მოსაძებნად და სიტუაციის მოსაგვარებლად.

იხილეთ ვიდეო:27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი