უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, რუსეთმა, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

„ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს 24 თებერვლიდან. უკვე გამოყენებულია 1000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად, 1300-ზე მეტი რაკეტა", - აღნიშნა მალიარმა.

მისი თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამჟამად განიხილავს ბევრ სცენარს, სახმელეთო ძალების, თვითმფრინავებისა და სარაკეტო დარტყმების ტრადიციული გამოყენების გარდა.

„კერძოდ, ეს ეხება ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას, რაც არის აშკარა შანტაჟი და მთელი მსოფლიოს დაშინება,“- აღნიშნა ანა მალიარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა