რუსეთი ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აღარ უმასპინძლებს

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) განაცხადა, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება.

ტურნირის გამართვა სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის მაისში იყო დაგეგმილი. ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ალტერნატიული მასპინძელი ქვეყანა მომავალ თვეში გამოვლინდება.

”გადაწყვეტილება ღონისძიების გადატანის შესახებ მიღებულ იქნა, პირველ რიგში, ყველა მონაწილე მოთამაშის, ოფიციალური პირის, მედიისა და გულშემატკივართა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გამო,” - ნათქვამია ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თებერვალში ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ და საკლუბო დონის გუნდებს შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს