„კანის ლომებზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

„თიბისის“ მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia იმართება.

„თიბისის“ ინფორმაციით, კონკურსი მიზნად ისახავს, კრეატიული ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. მათივე ცნობით, „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება.

„კანის ლომების“ ახალგაზრდულ კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველ წყვილს, რომელიც 30 წლამდე ასაკისაა და მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიულ სფეროში საქმიანობს. წელს, მონაწილეებს რეგისტრაცია 4 კატეგორიაში შეუძლიათ: პრინტი / ბეჭდური რეკლამა; ფილმი / 1 წუთიანი ვიდეო რეკლამა; დჯიტალი // ციფრული კამპანიის დაგეგმვა; მარკეტერი /მარკეტერების კონკურსი.

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. „კანის ახალგაზრდა ლომების“ კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

თბილისში კონკურსის ორგანიზატორთა ბრიფინგი 29 აპრილს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას 6 მაისს, „თიბისი“ კონცეფტის სივრცე უმასპინძლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა