რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სუნიტ მუსლიმ თემს კადრის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი) ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სუნიტ მუსლიმ თემს კადრის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი) ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

„დღეს სუნიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კადრის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი) აღნიშნავენ. მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას.

აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო