მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, შედეგად, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება.

მათივე ცნობით, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საკითხები დეტალურად განიხილეს.

„მოგეხსენებათ, კახეთის რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული და შესაბამისად, გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე განსახორციელებელი პროექტები დავგეგმეთ. ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ სარწყავმა სეზონმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. ამ ეტაპზე, კახეთში, ერთდროულად, რამდენიმე პროექტი ხორციელდება. გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ხოლო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ.

„2022 წელს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილია: მაგისტრალური არხის მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია, ღვარსაშვის მოწყობა, სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე დახურული მილსადენის აღდგენა, მაგისტრალური არხის გვირაბის ავარიული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლების საკობიანო, ბაყილოვანი და მატანის გზაგამტარების რეაბილიტაცია.

გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე შემდეგი სამუშაოები ჩატარდება: მაგისტრალურ არხზე არსებული სამთაწყაროს წყალსაგდების, ვეჯინის სწრაფმდენის, მასზე არსებული სარეგულაციო კვანძის და კალაურის ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცია. მაგისტრალური არხის გამანაწილებლების რეაბილიტაცია.

ქალაქ ლაგოდეხში გამავალი სარწყავი არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სოფელ სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის სისტემის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაა, ჩატარდება სამთაწყაროს სატუმბი სადგურის სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის და ფიროსმანის სატუმბი სადგურის მოდერნიზაციის სამუშაოები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძველი ანაგის მექანიკური მორწყვის სისტემაზე დამატებითი სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში