ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ავსტრია მზადაა გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს, რუსული პროპაგანდის „ფეიკ ნიუსია“

ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ავსტრია მზადაა გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს, რუსული პროპაგანდის „ფეიკ ნიუსია“

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს ავსტრია მზადაა, გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაიხადოს, „რუსული პროპაგანდის „ფეიკ ნიუსია“.

კარლ ნეჰამერი „ტვიტერზე“ წერს, რომ ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში განაგრძობს.

„ავსტრია ზედმიწევნით იცავს ერთობლივად შეთანხმებულ ევროკავშირის ყველა სანქციას“, - წერს ავსტრიის კანცლერი.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ავსტრია გაზის რუსულ რუბლში გადახდის პირობას დასთანხმდა.

„ლელოს“ წევრები - ყულევში დგას სანქცირებული „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ხოლო ტერმინალის ხელმძღვანელი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში

ყულევში დგას სანქცირებული „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა ტვირთზე. ხოლო ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელი, ვინმე ქარიმ გულიევი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში, - ამის შესახებ „ლელოს” წევრებმა საბა ბუაძემ და ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათვე ინფორმაციით, საუბარია, რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია Lukoil-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე.

„ამ წუთებში, ყულევში დგას სანქცირებული „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა ტვირთზე. ხოლო ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელი, ვინმე ქარიმ გულიევი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში.

საუბარია, რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია Lukoil-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე. სქემა ასეთია, სანქცირებული ნედლი ნავთობი რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიტვირთა რუსულ სარკინიგზო ცისტერნებში, შემდეგ აზერბაიჯანულმა კომპანია Maddox-მა ის გადაზიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც გადაზიდვა საქართველოში ბათუმის პორტის მიმართულებით გააგრძელა კომპანია EXIM OIL-მა.

კომპანია EXIM OIL ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს ეკუთნის, რომელიც უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის კლანს წარმოადგენს“,- აღნიშნეს „ლელოს“ წევრებმა.

ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ავსტრია მზადაა გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს, რუსული პროპაგანდის „ფეიკ ნიუსია“

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს ავსტრია მზადაა, გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაიხადოს, „რუსული პროპაგანდის „ფეიკ ნიუსია“.

კარლ ნეჰამერი „ტვიტერზე“ წერს, რომ ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში განაგრძობს.

„ავსტრია ზედმიწევნით იცავს ერთობლივად შეთანხმებულ ევროკავშირის ყველა სანქციას“, - წერს ავსტრიის კანცლერი.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ავსტრია გაზის რუსულ რუბლში გადახდის პირობას დასთანხმდა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა