ექიმი თენგიზ წულაძე - მე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი

მე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, - ამის შესახებ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები უტარდება, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია, შესაბამისად, მისთვის „პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო“.

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ არსებულ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი. პაციენტი არ იღებს მისთვის მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ დახმარებას. მე საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, როგორ უნდა დარეგულირდეს და გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ჩემი აზრით, პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.

მიხეილ სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო