ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება. ეს ერთ-ერთი სიახლეა პროექტის ფარგლებში, რომელიც პარკირების წესის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალიწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტს ენიჭება უფლება, საავტობუსე ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები განსაზღვროს.

უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი - სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება და ამავდროულად სმს შეტყობინება მიუვა.

ამასთან, 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ისეთი დარღვევა, როგორიცაა: ავტომობილის-ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება. ასევე, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება.

ზონალური პარკირების ადგილებში ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე იზრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა