უკრაინული მედია - ხერსონში ოკუპანტებმა ე.წ. რეფერენდუმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაარბიეს - არიან დაშავებულები და დაკავებულები

ხერსონში ადგილობრივმა მოსახლეობამ ფსევდორეფერენდუმისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართა, ოკუპანტებმა კი მათ დასაშლელად მანათობელი ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არიან დაჭრილები და დაკავებულები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ისინი შეიკრიბნენ იმის საჩვენებლად, რომ ხერსონი უკრაინაა.

ხერსონში დაგეგმილ ე.წ. „რეფერენდუმის“ თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ოკუპანტები ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარებას პირველიდან 10 მაისის პერიოდში გეგმავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს