ლიზ ტრასი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მძიმე შეიარაღება მიაწოდონ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მძიმე შეიარაღება მიაწოდონ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

დასავლური მედიის ცნობით, 28 აპრილს დაგეგმილ გამოსვლაში, მოსალოდნელია, რომ ტრასი უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერის „გაორმაგების“ აუცილებლობას გაუსვამს ხაზს.

”ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ თვითკმაყოფილი - უკრაინის ბედი სასწორზე რჩება. მოდით, მკაფოდ განვაცხადოთ, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, უამრავი შემდგომი უბედურება იქნება მთელ ევროპაში და საშინელი შედეგები მთელ მსოფლიოში. ჩვენ აღარასდროს ვიგრძნობთ თავს დაცულად. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პერსპექტივისთვის და გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას ტრასი ხვალ გააკეთებს.

წინასწარი ინფორმაციით, ბრიტანეთის პირველი დიპლომატი განაცხადებს, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტიისთვის იყო შექმნილი, უკრაინაში წარუმატებელი აღმოჩნდა და საჭიროა ახალი მიდგომა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა